სირიის ერთ-ერთი უმსხვილესი ქალაქი ალეპო მდგომარეობის გაუარესების გამო გამო გაეროს დამკვირვებლებმა დატოვეს. ქალაქში ამობოხებულებსა და სირიის სამთავრობო ჯარებს შორის სასტიკი ბრძოლები ახლაც მიმდინარეობს.
ამ დროისათვის ალეპოში სამთავრობო არმია აგრძელებს ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციას ამბოხებულების წინააღმდეგ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბრძოლაში აქტიურადაა ჩართული სამხედრო ავიაცია.
ალეპოში 20 საერთაშორისო დამკვირვებელი იმყოფებოდა, რომლებიც დაამსკოში გადაიყვანეს, სწორედ იქ არის განლაგებული გაეროს მისიის შტაბ-ბინა.
შეგახსენებთ, რომ გაეროს მონაცემებით, სირიაში კონფლიქტის დაწყებიდან უკვე დაღუპულია 16 ათასი ადამიანი.