აშშ-ს ვიზის განაცხადის შეტანის პროცედურებში ცვლილებები შედის. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" აშშ-ის საელჩოდან აცნობეს, 30 აგვისტოდან აშშ-ს საელჩო დანერგავს სავიზო განაცხადის შეტანის ახალ პროცედურებს.
"ახალი სისტემა მთელ მსოფლიოში ინერგება. ახალი პროცედურა გამარტივებული და ხელმისაწვდომია და მომსახურეობის ღირებულებას ერთ მოსაკრებელში აერთიანებს, რითაც უფრო ნაკლებ ხარჯიანს ხდის მას. მხოლოდ ერთი მოსაკრებლის გადახდით (ამჟამინდელი მოსაკრებელი ვიზის კლასიფიკაციაზეა დამოკიდებული", - იტყობინება საელჩო.
საელჩოს ინფორმაცის ცვლილებეთან დაკავშირებით გთავაზობთ უცვლელად:
"ვიზის მიღების მსურველ ყველა მოქალაქეს შემდეგ მომსახურეობას ვთავაზობთ:
• ვიზის საფასურის გადახდა საკონსულოს მიერ შერჩეული ბანკის ბენისმიერ ფილიალში;
• სავიზო გასაუბრების დანიშვნა ტელეფონით, ქოლ-ცენტრის მეშვეობით და ელექტრონულად, ვებ-გვერდის საშუალებით;
• ზოგადი ხასიათის შეკითხვებზე ინფორმაციის მიწოდება;
• ვიზის გაცემის შემთხვევაში მოქალაქისათვის პასპორტის მიწოდება;
• გასაუბრების შემდგომ, ვიზის მსურველი მოქალაქისათვის დამატებით მოთხოვნილი საბუთების საელჩოში წარდგენა.
გატყობინებთ, რომ:
ჩვენი ვებ-გვერდის მისამართი უცვლელია: http://georgia.usembassy.gov/visas.html . გთხოვთ თვალი ადევნოთ მას, რათა უახლეს ინფორმაციას გამოქვეყნებისთანავე გაეცნოთ;
• ვიზის მოსაკრებლის არასწორად გადახდის შემთხვევაში თანხა არ ანაზღაურდება; განმცხადებელს ხელახლა უნდა მოუწევს ვიზის მოსაკრებლის გადახდა;
• დაგეგმილი ცვლილებები არ ეხებათ იმ მოქალაქეებს, რომელთაც გასაუბრება დანიშნული აქვთ 2012 წლის 30 აგვისტოს შემდგომ. ისინი დანიშნულ დღეს უნდა გამოცხადდნენ საელჩოში და მათი განაცხადი ჩვეულებისამებრ განიხილება.
• მოქალაქეს, რომელიც გასაუბრების ელექტრონულად დანიშვნას ვერ ახერხებს, შეუძლია, გასაუბრების დანიშვნა ქოლ-ცენტრის (და არა საელჩოს) საშუალებით;
• მოქალაქეებს შევახსენებთ, რომ მათ გამგზავრების თარიღამდე გაცილებით ადრე უნდა დანიშნონ გასაუბრება. გასაუბრების სასწრაფო წესით დანიშვნა შესაძლებელია მხოლოდ დადგენილი წესების გათვალისწინებით. იმ მოქალაქეებს, რომელთაც ჯერ არ დაუნიშნავთ გასაუბრება, ვურჩევთ, დაელოდონ 30 აგვისტოს და ახალი ელექტრონული სისტემის ამოქმედებას;
• სავიზო განაცხადის შეტანის საფეხურები უცვლელია:
საფეხური 1: გადაიღეთ სავიზო ფოტოსურათი;
საფეხური 2: შეავსეთ სავიზო განაცხადის ფორმა ელექტრონულად შემდეგ ვებ-გვერდზე: http://ceac.state.gov/genniv/ . ამობეჭდეთ სავიზო განაცხადის შევსების დამადასტურებელი გვერდი;
საფეხური 3: გადაიხადეთ სავიზო მოსაკრებელი. ბანკში მისვლისას, თან იქონიეთ პასპორტი, სავიზო განაცხადის შევსების დამადასტურებელი ამობეჭდილი გვერდი, აგრეთვე ამობეჭდილი ბარათი, რომელზეც სავიზო მოსაკრებლის ოდენობაა მითითებული.
საფეხური 4 დანიშნეთ სავიზო გასაუბრება.
საფეხური 5 დანიშნულ დღეს მობრძანდით გასაუბრებაზე.
საფეხური 6 პასპორტს საკონსულო მოგაწვდით".