7-8 აგვისტოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ყველანაირი სახის საარჩევნო კამპანიას შეაჩერებს . ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, 7-8 აგვისტო არის დღეები, როდესაც მთელი საქართველო იხსენებს იმ გმირებს, რომლებმაც თავი დადეს საქართევლოს თავისუფლებისთვის.
მაჭავარიანის განმარტებით, ამ დღეების განმავლობაში "ნაციონალური მოძრაობა" აპირებს, პატივი მიაგოს იმ გმირებს, რომლებმაც თავი შესწირეს საქართველოა ერთიანობას.
"ამიტომ, 7-8 აგვისტოს ჩვენ ყველანაირი სახის საარჩევნო კამპანიას შევაჩერებთ. ეს იქნება, როგორც სარეკლამო რგოლები, ასევე "კარდაკარ" კამპანია, საჯარო შეხვედრები, ბუკლეტების დარიგება. მიგვაჩნია, რომ ამ დროს ყველამ პატივი უნდა მიაგოს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ ვაჟკაცებს", - განაცხადა მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" სთავაზობს ოპონენტ პარტიებს, რომ მათაც თავი შეიკავონ პოლიტიკური აქტივობისგან.
"საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და თავისუფლება არის საკითხი, რომელშიც ყველა პოლიტიკური ძალა უნდა იყოს ერთიანი", - განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.