ფრანგული კომპანია Louvre Hotels Group-ი საქართველოთი ინტერესდება. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" ბრენდ Golden Tulip-ის მფლობელ Louvre Hotels Group-ში განუცხადეს, 2013 წლის ბოლომდე კომპანია საქართველოში სამი სასტუმროთი იქნება წარმოდგენილი.
Louvre Hotels Group-ში განმარტავენ, რომ 4-ვარსკვლავიან სასტუმროებში დაახლოებით 300 ადამიანი დასაქმდება და სასტუმრო კომპლექსები თანამედროვე სისტემებით იქნება აღჭურვილი. როგორც კომპანიის მენეჯმენტი განმარტავს, მათი მოწოდებაა, რომ მათი ბრენდის სასტუმროებში წარმოდგენილი იყოს, შერეული სამზარეულო, ანუ მენიუში დიდი ყურადღება დაეთმობა ადგილობრივ კერძებსაც.
"საქართველო განვითარებადი ქვეყანაა და ტურიზის განვითარებას დიდ ყურადღებას უთმობს. ამ მიმართულებას ხელს უწყობს, მაგალითად, თბილისში ახალი აეროპორტი. ჩვენ ვიწყებთ სასტუმროების ქსელის განვითარებას სწორედ თბილისში, ქალაქის ცენტრში; 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო შენდება თელავშიც",- განუცხადეს "ჯი-ეიჩ-ენს" Louvre Hotels Group-ში.
კომპანიაში აცხადებენ, რომ Golden Tulip Palace-ის ქსელის ობიექტი აშენდება ბორჯომშიც, უფრო კონკრეტულად ბორჯომის პარკთან და საბაგიროსთან ახლოს.
კომპანიის მენეჯმეტი აცხადებს, რომ 2013 წლის დასაწყისში საქართველოში 3 სასტუმროს გახსნა იგეგმება, რის შემდეგაც იგეგმება ქსელის გაფართოება გუდაურსა და ბათუმში.
"ბათუმის პროექტი განხილვის სტადიაზეა. იმედია, Golden Tulip / Tulip Inn-ის ქსელის ობიექტების რიცხვი საქართველოში რვას მიაღწევს, რაც ქვეყნის მთავრობის და ჩვენი ადგილობრივი პარტნიორების დამსახურება იქნება. იმავდროულად, ჩვენ ვმუშაობთ ადგილობრივ პარტნიორებთან, რომლებსაც ჩვენი ბრენდების გამოყენების უფლებას ვაძლევთ", - განმარტავს Louvre Hotels Group-ი.
აღსანიშნავია, რომ კომპანია Louvre Hotels Group-ი სასტუმრო ბიზნესის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა. 2012 წლის პირველ ნახევრაში მან საფრანგეთსა და მის ფარგლებს გარეთ, 39 სასტუმრო გახსნა და მისი ნომრების ჯამური რაოდენობა 5200 ნომრით გაიზარდა. Louvre Hotels Group-ის სასტუმროების რაოდენობა მუდმივალ იზრდება. როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, Louvre Hotels Group-ის საქმიანობა მიშვნელოვნად გადააჭარბებს დასახულ ამოცანებს. 2012 წელს კომპანია აპირებდა 76 ახალი სასტუმროს გახსნას, რომელიც 7416 ნომერს მოიცავდა, მათ შორის 51 სასტუმრო საფრანგეთის ფარგლებს გარეთ უნდა მოეწყოს, ეს მაჩვენებელი, სავარაუდოდდ დაგეგმილის მნიშვნელოვნად გადააჭარბეებს. კომპანიის ამჟამინდელი სტრატეგიით, ის სასტუმროებს სწრაფად განვითარებად ქვეყნებში აშენებს.