სირიის პრემიერ-მინისტრი რიაბ ხიჯაბი თანამდებობიდან გადააყენეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "როიტერი" სირიის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
პრემიერ-მინისტრის გადაყენების მიზეზები უცნობია. ხიჯაბი ამ თაბამდებობაზე დაახლოებით ორი თვეა იმყოფება.
პრემიერის მოვალეობებს დროებით მისი მოადგილე ომარ გალავანჯი შეასრულებს.
აღსანიშნავია, რომ ტელეარხ "Russia Today"-ის ინფორმაციით, ხიჯაბი ოპოზიციის მხარეს გადავიდა.
შეგახსენებთ, რომ სირიაში კონფლიქტი 2011 წლის მარტიდან დაიწყო. მისი მსხვერლი მთელი ამ დროის განმავლობაში გაეროს მონაცემებით 16 ათასი ადამიანი გახდა.
არაბული სახელმწიფოების ნაწილი და დასავლეთი სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის წასვლას მოითხოვენ და მიიჩნევენ, რომ ეს ძალადობას შეაჩერებს. რუსეთი და ჩინეთი კი სირიის საშიანო საქმეებში ჩარევას ეწინააღმდეგებიან.