ზურაბ ზვიადაურს პოლიციის თანამშრომლებმა ავტომანქანა ჩამოართვეს. საპატრულო პოლიციამ ზვიადაური დაბა აგარასთან გააჩერა და ავტომანქანის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა მოსთხოვეს.
ზვიადაურმა აღნიშნული დოკუმენტი ვერ წარმოადგინა, რის გამოც, კანონდებლობის შესაბამისად, მას ავტომანქანა ჩამოერთვა.
ავტომანქანა გორის საჯარიმო ავტოსადგომზეა გადაყვანილი და მას მფლობელის გამოცხადების ან საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის წარმოდგენის შემთხვევაში დაუბრუნებენ.
ზვიადაური ბათუმში, ხვალ დაგეგმილი აქციისთვის მიემგზავრებოდა.