ბათუმსა და ლატვიის ქალაქ დაუგავპილსს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ქალაქების მერებმა მოაწერეს.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, მემორანდუმი ორ ქალაქს შორის ეკონომიკის, ტურიზმის, განათლებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობას ითვალისწინებს.
მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ, ბათუმისა და დაუგავპილსის მერებმა აღნიშნეს, რომ ბათუმი საკმაოდ მიმზიდველი ქალაქია ინვესტირების თვალსაზრისითაც და დაუგავპილსის ბიზნეს-წრეებთან ურთიერთობის გაღრმავებას შეეცდებიან.
მასალის გამოყენების პირობები