პრეზიდენტმა ფოთში, მეუფე გრიგოლთან ერთად, ღვთისმშობლის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა. აღნიშნული ტაძრის რესტავრაცია პრეზიდენტის ფონდიდან ფინანსდება და პროექტი არა მხოლოდ ტაძრის განახლებას და მოპირკეთებას, არამედ მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგებასაც ითვალისწინებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები 10 სექტემბერისთვის დასრულდება.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ასეთი დიდი ეზო სამების ტაძრის გარდა საქართველოში არც ერთ ეკლესიას არ აქვს.
"პირველი, რაც პრეზიდენტობის დროს გავაკეთე, 2004 წელს, მოვედი აქ პატრიარქთან ერთად და თეატრი გავიყვანეთ",-განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა აქვე აღნიშნა, რომ არც თეატრი დაუტოვებიათ ქუჩაში და მისთვისაც ულტრათანამედროვე შენობა შენდება.