კოალიცია "ქართული ოცნება" სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად მეორე ეტაპს იწყებს. როგორც თელავში გამართულ პრესკონფერენციაზე ,,ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა ,,ქართული ოცნება" სტიქიით მიყენებული ზარალის აღწერას იწყებს.
მისივე განცხადებით, კოალიცია სპეციალურად შემუშავებული კითხვარის საშუალებით აღწერს მიყენებული ზარალის რაოდენობას.
,,პირველ რიგში, ჩვენ გვინდა, კახელებს ვუთხრათ, რომ ბიუჯეტში არსებობს თანხა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება ზარალი სრულად ანაზღაურდეს. ამაში ჩვენ ვგულისხმობთ არა მხოლოდ დანგრეულ ჭერებს, გადახდილ სახლებს, არამედ მოსავალს, შინაურ პირუტყვს და ფრინველებს. გარდა ამისა, ჩვენ ისიც ვთქვით, რომ ერთი წლით ხელისუფლების მიერ კრედიტების გადავადება, გამოსავალი არ არის, რადგან არა ერთხელ მოვისმინეთ პირადად დაზარალებული მოსახლეობისგან, რომ ისინი 4-5 წლის განმავლობაში ვერ მიიღებენ ვერანაირ მოსავალს და შესაბამისად, მათ ერთი წლის შემდეგაც კრედიტების დაფარვის საშუალება არ ექნებათ", - განაცხადა ფანჯიკიძემ.