ქალაქის მერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ პროგრამა "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე" რამდენიმე კომპონენტისგან შედგება და მისი ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი არის მშენებლობის სტიმულირება და იქ დასაქმებული ხალხისათვის სამუშაო ადგილების შენარჩუნება და ავარიული სახლებიდან ეტაპობრივად, მოსახლეობის ახალ კომფორტულ ბინებში გადაყვანა.
"ამ პროგრამის მეორე ნაწილი კი მოიცავს რეაბილიტაციას. ამ სამუშაოებზე დასაქმებულია 300 მდე ადამიანი, სამი თბილისური კომპანია მუშაობს ამ სამუშაოებზე. ამ ეტაპზე 70 შენობის რეკონსტრუქცია იგეგმება ანუ ეს არის იმ თანხიდან გამომდინარე რა თანხის შესაძლებლობაც 2010 წლის დასაქმების ბიუჯეტის ფარგლებშიც გვქონდა. იგეგმება რათქმაუნდა სრული რესტავრაცია და ფუნდამენტალური განახლება",_ აცხადებს გიგი უგულავა და დასძენს, რომ საპროექტო სამუშაოები მუდიმივად ყველა შენობის მიმართ მიმდინარეობს და აღმაშენებლის გამზირზე 70 შენობის განახლება წელს მოხდევა.
"35 შენობის რებილიტაცია ზაფხულამდე მოხდება, შემდეგ კი დანარჩენის წლის ბოლომდე",_ აცხადებს გიგი უგულავა.