ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის განმარტებით, ყაზახეთსა და რუსეთში ეკონომიკიური მდგომარეობის გამოსწორების ტემპი გაურკვეველია.
ანგარიშის თანახმად, ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორების ტენდენცია და მაჩვენებლები ცალკეულ ქვეყნებში განსხვავებული იქნება. იმ ქვეყნებში, რომელის საბანკო სექტორში და ბაზარზე რწმენის დაბრუნების პრობლემები კვალვ იარსებებს, შესაძლოა, ეკონომიკის შემცირება 2010 წელსაც გაგარძელდეს ან ზრდის ბრტყელი ნიშნული დაფიქსირდეს. ქვეყნებში, სადაც მყარ ვალუტაზე არსბეობს დამოკიდებულება, ფასების და გაცვლითი კურსის კორექტირებამ, შესაძლოა, მოტხოვნაზე გავლენა იქონიოს. ამან კი, შესაძლოა შეანელოს ბულგრაეთის, ლატვიისა და ლიტვის ეკონომიკური განვითარება.
ევრობანკში მიიჩნევენ, რომ ამ ქვეყნებში ვითარების გამოსწორება საბანკო სისტემის კუთხით ხელისუფლების წარმატებულ სვლებზე იქნება დამოკიდებული, ასევე მნიშვნელოვანი იქნება საერთაშორისო დონეზე ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორების სიძლიერე. EBRD: -ში მიიჩნევენ, რომ რუსეთის ეკონომიკის სემცირება საბოლოოდ 2009 წელს შესაძლოა 8.5 პროცენტზე დაფიქსირდეს, 2010 წელს კი, მისი 3 პროცენტიიანი ზრდის პერსპექტივა არსებობს. რაც შეეხება ყაზახეთს, მდგომარეობის გაუმჯობესება, შესაძლოა 1.5 პროცენტზე დაფიქსირდეს.
~ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორების ტემპი განსაკუთრებით გაურკვეველია რუსეთში და ყაზახეთში, რომლებიც ძლიერი ფისკალური პოზიციით სარგებლობენ, თუმცა იმავდროულად გააჩნიათ სუსტი საბანკო სისტემა და გირაოთი დატვირთული პრობლემური სესხების მაჩვენებელი~, - ნათქმია EBRD: -ის მოხსენებაში.