აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, სტიქიური მოვლენების დროს დაზარალებული 26 ოჯახი დახმარებას მიიღებს.
2008 წლის სექტემბერსა და 2010 წლის იანვარში დაზარალებული ოჯახებისთვის საკონპენსაციო თანხა აჭარის მთავრობისა და მუნიციპალიტეტების სარეზერვო ფონდებიდან გამოიყო.
კომპენსაციის სახით მათ შესამაბისი მიწის ნაკვეთები და 5000 ლარი გადაეცემათ. ამის შესახებ გადაწყვეტილება სტიქიური მოვლენების შედეგების შემსწავლელმა სალიკვიდაციო კომისიამ უკვე მიიღო.
აჭარაში სტიქიის შედეგად დაზარალებული სულ 300 ოჯახია. მათთვის მიწისა და თანხის გაცემა ეტაპობრივად მოხდება.
სალიკვიდაციო კომისიის მომდევნო სხდომა ერთ კვირაში გაიმართება. სადაც უკვე მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები ოჯახების საკითხებსაც განიხილავენ.