ანტიკორუფციული სტრატეგიის მხარდასაჭერად ევროპის საბჭომ საქართველოში კორუფციის აღქმის შესახებ გამოკითხვა ჩაატარა. მთლიანობაში გამოიკითხა ათასი რესპოდენტი მთელი საქართველოს მასშტაბით და 800 სახელმწიფო მოხელე.
გამოკითხული საჯარო მოხელეების 20 პროცენტმა განაცხადა, რომ მათი ხელფასი 500 ლარზე ნაკლებია; 37 პროცენტის განცხადებით ხელფასი 500-დან 750 ლარამდე აქვთ, ხოლო 33 პროცენტის აზრით მათი ხელფასი 750 ლარზე მეტია.
აღსანიშნავია, რომ გამოკითხული საჯარო მოხელეების 10 პროცენტმა აღნიშნულ კითხვას არ გასცა.
რესპოდენტთა აბსულუტურმა უმრავლესობამ 99 პროცენტმა განაცხადა, რომ გასული წლის განმავლობაში მათი ხელფასები დროულად იქნა გადახდილი.
გამოკუთხული საჯარო მოხელეების უმეტესობამ განაცხადა, რომ მათი ჯამაგირი 2008 წელს უფრო მეტი იყო ვიდრე 2007 წელს. რესპოდენტთა 38 პროცენტი მიიჩნევს, რომ კერძო სექტორში უფრო მეტის გამომუშავებას შეძლებდნენ. 13 პროცენტი კი ფიქრობს, რომ საჯარო და კერძო სექტორში ერთიდაიგივე თანხის გამომუშავებას შეძლებდნენ. გამოკითხულთა 5 პროცენტს მიაჩნია, რომ კერძო სექტორში მუშაობისას ისინი უფრო ნაკლები თანხის გამომუშავებას მოახერხებდნენ.
მთლიანობაში გამოკითხულ საჯარო მოხელეთა უმრაველსობას მიაჩნია, რომ არაკანონიერი გადახდები ძალიან იშვიათია საჯარო სექტორში და იგივე ტედენცია შეინიშნება ადგილობრივი ბიზნესის ლიდერებს, უცხოელ ინვესტორებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მიმართებაში. უფრო მეტიც რესპოდენტები ზოგადად ძალიან მცირე ცვლილებებს ხედავენ არსებულ სიტუაციასა დ იმ სიტუაციას შორის რომელიც 3 წლის წინ არსებობდა.
რესპოდენტთა 75 პროცენტს მიაჩნაი, რომ "მაგიდის ქვეშ" განხორციელებული გადახდები საჯარო სექტორში არ არსებობს, ხოლო 4 პროცენტმა აღიარა, რომ პრაქტიკა, რომელსაც კომპანიები და საზოგადოების წევრები უხდიან ხოლმე არაკანონიერ გადასახადებს საჯარო მხელეებს "ფართოდ არის გავრცელებული". იმ რესპოდენტთა რიცხვი, რომელსაც მიაჩნია რომ გადასახადები გავრცელებულია ბიზნესში, უცხოელ ინვესტორთა საერთაშორისო საზოგადეობაში, გამკითხულთა 1 პროცენტს შეადგენს.