რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის შესახებ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. სერგეი ლავროვის უწყების მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადებით, მოლაპარაკებათა ამ რაუნდზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთისათვის უსაფრთხოების გარანტირების მიცემაზე პრეზიდენტების მედვედევისა და სარკოზის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულების შესაბამისად.
"ამ კონტექსტში განიხილებოდა სწორედ ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის გაფორმების სხვა და სხვა ვარიანტები. დადებითი შეფასება მიეცა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების მუშაობას",_ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე განცხადების მიხედვით, ჯგუფის წევრებმა ასევე გააგრძელეს დევნილებისა და გადაადგილებული პირების პრობლემების განხილვა.