ე. წ. სამხრეთ ოსეთში განლაგებულ რუსულ სამხედრო ბაზაზე ინტენსიური სამხედრო სწავლების მიმდიმნარეობის შესახებ ექსპერტი კავკასიის საკითხები მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ რა წვთნებიც არ უნდა მიმდინარეობდეს ე.წ. სამხრეთ ოსეთში ე.წ. სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალები არაფერს წარმოადგენენ.
"რა წვთნებიც არ უნდა მიმდინარეობდეს ე.წ. სამხრეთ ოსეთში, მათი შეიარაღებული ძალები არც არაფერს არ წარმოადგენენ, თუმცა დემონსტრირება იმისა, რომ ემზადებიან საომარი ოპერაციებისათვის სავარაუდო აგრესიის შემთხვევაში. ამის დემონსტრირებას ნამდვილად ახდენენ",_ აცხადებს მამუკა არეშიძე.
შეგახსენებთ, რომ ე. წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, რუსული სამხედრო ბაზის პირადი შემადგენლობა ინტენსიური სამხედრო სწავლებითაა დაკავებული. მათი ინფორმაციით, მიდის სამხედრო სწავლება. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საბრძოლო მოქმედებების წარმოების მეთოდებს, განსაკუთრებით ღამით. ყოველდღიურად მიმდინარეობს სწავლებები, რომელთა მიხედვითაც პირადი შემადგენლობა საბრძოლო ტექნიკას ითვისებს და ფიზიკურ მომზადებას გადის.