რუსეთის მიერ სეპარატიტული აფხაზეთის სოციალური და ეკონომიკური მხარდაჭერისათვის სამი წლის განმავლობაში 10 მილიონზე მეტი რუსული რუბლი გამოიყოფის განზრახვას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია ოკუპაციის გაგრძელებად აფასებს.
"სამართლებრივი თვალსაზრისით ეს ოკუპაციისა და ანექსიის გაგრძელებაა. ამიტომაც ამაზე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან მკაცრი რეაგირება იქნება. სწორედ იმ მიმართულებების მიხედევით, რა მიმართულებითაც შესაძლოა განხორციელდეს ინვესტიციები _ ეს არის საფრენი საშიულებები, რკინიგზა. ჩვენ ამ მიმართულებით როგორც სერიოზულ საერთაშორისო ორგანიზაციები ისე, ამ საკითხებით დაკავებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებსაც მივმართავთ",_ აცხადებ შოთა მალაშხია.
შეგახნებთ, რომ რუსეთის ბიუჯეტიდან სამი წლის განმავლობაში სეპარატისტული აფხაზეთის ეკონომიკური და სოციალური სფეროს მხარდაჭერისთვის 10 მილიონზე მეტი რუსული რუბლი გამოიყოფის შეახებ განცხადება გუშინ სოხუმში რუსეთის ე. წ. ელჩმა აფხაზეთში სემიონ გრიგორიევმა გააკეთა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთსა და აფხაზეთს შორის 2009 წელს ხელმოწერილი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების შეთანხმების მიხედვით, სულ რუსეთის მიერ აფხაზეთისთვის 2010 წელს გაწეული ფინანური დახმარება 1,9 მილიარდ რუსულ რუბლზე მეტი იქნება.