დედოფლისწყაროს რაიონში მაცხოვრებელი სოციალურად დაუცველი მოქალაქეები სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს განყოფილების ხელმძღვანელის ზურაბ ნატროშვილის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კახეთის "საინფორმაციო ცენტრიდან" აცნობეს, მოქალაქეები ნატროშვილს სოციალური დახმარებების არასწორად დანიშვნასა და განაწილებაში ადანაშაულებენ.
"სააგენტო საარსებო შემწეობებს შიმშილის პირზე მყოფების ნაცვლად, შეძლებულ ოჯახებს უნიშნავს", - აცხადებენ რაიონის მაცხოვრებლები.
აღნიშნულის "გამოსასწორებლად" რაიონის გაჭირვებული მაცხოვრებლები სოციალური მომსახურების სააგენტოს რამდენიმე დღიან ვადას აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში სააგენტოს დედოფლისწყაროს განყოფილებასთან უვადო შიმშილობის აქციის დაწყებით იმუქრებიან.