საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს იმერეთის რეგიონს ეწვევა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს, ქვეყნის პირველი პირი ორ ქალაქში - ქუთაისსა და ზესტაფონში ჩავა.
დაგეგმილია რამდენიმე ახალი საწარმოს გახსნაც, მოგვიანებით კი, მიხეილ სააკაშვილი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრს ეწვევა და იქ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაათვალიერებს.
ქვეყნის პირველ პირს იმერეთში შუადღისთვის ელოდებიან.