ოფიციალური მოსკოვი ქართული ოპოზოიციის იმ ნაწილს რომელიც რუსეთს პოზიტიურ წინადადებებს შესთავაზებს კარს უხსნის.
"ჩვენ მზად ვართ მივიღოთ ისინი, რომლებიც მოდიან არა საბრძოლველად და მოსატყუებლად, არამედ ვითარების შეაცვლელად", _ განაცხადა ჟენევის მოლაპარაკებათა დასრულების შემდეგ გამართულ პრეკონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა.
მანვე ქართველი ჟურნალიტის კითხვას უპასუხა და საკუთარ პასუხში რუსულ- ქართული ომის ნინო ბურჯანაძისეულ ვერსიაზეც ისაუბრა. მისი თქმით, მოსკოვი ქართული ოპოზიციის წარმომადგენელთა პოზიტიურ მიდგომებს პასუხიმგებლობით ეკიდება.
"მოსკოვი ყოველთვის გახსნილია ქართველი პოლიტიკოსებისათვის, რომლებიც ჩვენთან პოზიტიური დღის წესრიგით მოდიან. ჩვენ თვალს ვადევნებთ საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის განცხადებებს. ნინო ბურჯანაძემ რუსეთ-საქართველოს ომს ძალიან სწორი შეფასება მისცა. მან აღნიშნა, რომ როდესაც მიხეილ სააკაშვილმა 2008 წლის ზაფხულში ომთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო, ვახდენ ციტირებას: მას სურდა მოსკოვთან ურთიერთობის დაძაბვა და რუსეთის დაჩოქება, მაგრამ სააკაშვილმა ომი წააგო და ამით ქვეყანა ტრაგიკულ ვითარებაში ჩააყენა. ეს ქართველი პოლიტიკური ლიდერის განცხადებაა და სხვა ბევრი პოლიტიკოსის განცხადების გახსენებაა შესაძლებელი. როდესაც ადამიანები მოდიან იმ მიზნით, რომ მოვძებნოთ პოზიტიური გადაწყვეტილება ამის უარყოფა ვფიქრობთ უპასუხუსმგებლობა იქნება. ჩვენი სურვილია, რომ საქართველოსთან ურთიერთობა იყოს ღია და სასიამოვნო", _ განაცხადა გრიგორი კარასინმა.