ჟენევის საერთაშორისო ფორმატში მოლაპარაკებების გაგრძელებას მხარს უჭერენ მოლაპარაკებათა ევროპელი თანათავმჯდომარეები. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის პიერ მორელის განცხადებით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მეცხრე რაუნდი მძიმედ წარიმართა, თუმცა პროცესი მაინც დინამიური იყო.
"ვითარება შეფასდა როგორც შედარებით მშვიდი, თუმცა არის ცალკეული ინციდენტები დაძაბულობა და ადამიანთა გატაცების ფაქტები, რაც შემაშფოთებელია. თანათავმჯდომარეებმა აღნიშნეს, რომ ისინი უნდა განვიხილოთ ინციდენტების პრევენციის მექანიზმების კონტექსტში. ადგილობრივების მიერ ადმინისტრაციული საზღვრის უნებლიე გადაკვეთა არ უნდა განიხილებოდეს კრიმინალისა და სისხლის სამართლის დანაშაულად. ასეთ შემთხვევაში დაკავებულთა საკითხი უმოკლეს დროი უნდა მოგვარდეს. საერთაშორისო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები კი დამატებით კონსულტაციებს მოითხოვს. გარკვეული უთანხმოების მიუხედავად არის სფეროები სადაც პროგრესი შეიმჩნევა და ეს ჰუმანიტარულ სფეროს ეხება", _ განაცხადა პიერ მორელმა.