ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მეცხრე რაუნდის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ჟენევის მოლაპარაკებებზე რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინმა განაცხადა რომ 28 იანვარს მოლაპარაკებების ფარგლებში გამართული დისკუსია დინამიური იყო და ყველა მხარე შეხვედრების გაგრძელებითაა დაინტერესებული.
"ჟენევის შეხვედრების ფარგლებში ჩატარებულმა მოლაპარაკებებმა სამხრეთკავკასიის რეგიონში სტაბილურობას ხელი შეუწყო, თუმცა რა თქმა უნდა პრობლემებო კვლავ რჩება. მხარეთა შორის უნდობლობა. ზოგიერთი მხარე ცდილობს გადაწყვეტილებაზე საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოახდინოს გავლენა. ასეთი ქმედებები კი მოლაპარაკებებზე ნეგატიურად აისახება. ახლა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი ჩვენი მოკავშირეები არიან და დაცულნი არიან ქართული აგრესიისგან"," _ განაცხადა კარასინმა და დასძინა, რომ რუსეთი მხარს უჭერს დიპლომატიური ტონის შენარჩუნებას და ვითარების კონსტრუქციულ მოგვარებას.
"ჩვენ მოვითხოვთ რეგიონი ყველა რესპუბლიკის თანაწორობას", _ აღნიშნა კარასინმა.