ჟენევის მოლაპარაკებების მეცხრე რაუნდის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინიტრის მოადგილემ გიგა ბოკერიამ მოლაპარაკების ამ რაუნდს "უკიდურესად რთული" უწოდა.
"რუსული მხარის პოზიცია არა მარტო მკაცრი არამედ აგრესიული და მტრულიც იყო. განაკუთრებით მაშინ როდესაც საუბარი საერთაშორისო ჩართულობას ეხებოდა. ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი, რადგანაც საერთაშორისო ძალების მონაწილეობა ამ პროცესში ეს არის გასაღები სიტუაციის დასარეგულირებლად. წლების განმავლობაში საუბარი იმაზე, რომ რუსებს სურდათ ვითარები სტაბილიზაცია როგორც ჩანს ჩვეულებრივი პიარ-კამპანიის ნაწილი აღმოჩნდა. მთავარი სასაუბრო საკითხი უნდა იყოს საერთაშორისო მონიტორინგი და რუსული ჯარის გასვლა, რაზეც ისინი ძალიან აგრესიულად რეაგირებენ. ვფიქრობ, რომ შემოთავაზებული წინადადებები მინიმალისტური, თუმცა ამავე დროს რაციონალურია, რის გამოც ქართული მხარე მათ მხარს უჭერს", _ განაცხადა გიგა ბოკერიამ და იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრის მონაწილე მხარეები შეიცვლიან შეხედულებებს ფუნდამენტალური საკითხების მიმართ და მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი კონკრეტულ შედეგს მოიტანს.