ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგი, მეათე რაუნდი 30 მარტს გაიმართება. გუშინ, 28 იანვარს ჩატარებული მეცხრე რაუნდი კი კვლავ უშედეგოდ დასრულდა. შეხვედრის მონაწილეები უსაფრთხოების დოკუმენტზე თითქმის რვა საათი მსჯელობდნენ.
ქართული დელეგაციისათვის მისაღები იყო ევროპელი თანათავმჯდომარეების მიერ მომზადებული დოკუმენტი უსაფრთხოების შეახებ, თუმცა მის მიღებაზე უარი რუსულმა მხარემ განაცხადა და ამ საკითხის განხილვა მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდისათვის მოითხოვა.
ქართული დელეგაციის წევრთა შეფასებით, არსებული წინააღმდეგობის მიუხედავად შეხვედრების გაგრძელება აუცილებელია.