13 ნოემბერს, კიევის სპორტის სასახლეში ჯენიფერ ლოპესი იმღერებს.
ჯენიფერ ლოპესის კონცერტი უკრაინაში Dance Again World Tour-ის ფარგლებში მოეწყობა.
მომღერალი 12 წლიანი კარიერის მანძილზე შექმნილ საუკეთესო ჰიტებს შეასრულებს.
კონცერტის ორგანიზატორთა განმარტებით, შოუ გაჯერებული იქნება პიროტექნიკისა და ლაზერის ელემენტებით.
კონცერტის ბილეთები უკვე გაყიდვაშია.