18 ივლისს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე გაიყიდა 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 26 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.330 პროცენტით, მაქსიმალური 6.500 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 6.416 პროცენტით განისაზღვრა.