მეორე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 8,1 %-ი შეადგინა. წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2012 წლის მეორე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 8,1 პროცენტი, ხოლო 2012 წლის პირველი 6 თვის მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 7,5 პროცენტი შეადგინა. 2012 წლის პირველ კვარტალში მშპPრეალური ზრდა 6.8 პროცენტი დაფიქსირდა.
"საქსტატი" ყოველთვიურად აწარმოებს ეკონომიკის ზრდის ყოველთვიურ წინასწარ შეფასებებს, რომელიც იანგარიშება დღგ-ს გადამხდელი საწარმოების ბრუნვების, დეფლატორის, ფისკალური და მონეტარული მონაცემების საფუძველზე.
ყოველკვარტალური სტატისტიკური გამოკვლევებით დაზუსტებული მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის II კვარტლის მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 18 სექტემბერს.
აღსანიშნავია, რომ 2011 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 7,0 პროცენტი შეადგინა.