თბილისის საქალაქო სასამართლომ კოალიოცია "ქართული ოცნების" დაკავებული წევრებს აღმკვეთი ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში დაკავებულების ადვოკატმა ლადო მაჭარაშვილმა განაცხადა სასამართლო პროცესი დარღვევებით წარიმართა.
,,სასამართლო პროცესზე პროკურორმა ვერ წარმოადგინა ვერანაირი არგუმენტები, რომლის საფუძველზე შესაძლებელი იყო კოალიციის წევრების დაკავება. ჩვენ როდესაც ალტერნატიული არგუმენტაცია მოვიყვანეთ, მოვიშველიეთ საერთაშორისო კანონმდებლობა, ევროპული კონვენცია, ამაზე პროკურორმა დასაბუთებული პასუხი ვერ გაგვცა. მიუხედავად ამისა, მოსამართლემ ჩვენი მტკიცებულებები არ გაითვალისწინა და გამოიტანა უკანონო განაჩენი და დაკავებულებს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა", _ განაცხადა მაჭავარიანმა და აღნიშნა, რომ მომდევნო პროცესი 4 სექტემბრსითვის ჩაინიშნა.
,,მომდევნო სასამართლო პროცესი კი 4 სექტემბერს გაიმართება", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ლადო მაჭარაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ კოალიცია "ქართული ოცნების" წევრები მერაბ კაჭახიძე, ტარიელ ქარდავა და თეიმურაზ შეყლაშვილი სამართალდამცავებმა 16 ივლისს დააკავეს. მათ ბრალი თვალთმაქცური გარიგების დადების მუხლით წარედგინათ.