"გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიერ მიღებული რეზოლუცია მორიგი ყოველწლიური რეზოლუციაა, რომელიც საერთაშორისო სამართალს ეფუძნება", _ განაცხადა სოხუმში მყოფმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარემ ფილიპ ლეფორმა გაეროს გენერალური ასამბლეის 66-ე სესიაზე მიღებული რეზოლუციის - "აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების სტატუსის შესახებ" - კომენტირებისას.
"ჩვენ ვიცით, თუ რა დამოკიდებულება აქვთ ამ დოკუმენტის მიმართ აფხაზებს. მიგვაჩნია, რომ არ შეიძლება ძალიან ემოციურად რეაგირება ამგვარ მოვლენებზე. ნიუ-იორკში პოლიტიკური დებატები მიმდინარეობს. ჩვენ კი ჟენევაში დევნილებისა და გადაადგილებული პირების კონკრეტულ საკითხებზე ვმსჯელობთ", _ განაცხადა ლეფორმა.
შეგახსენებთ, რომ წინ ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 66-ე სესიაზე მიღებულ იქნა რეზოლუცია "აფხაზეთიდან / საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან / სამხრეთ ოსეთი / საქართველო ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების სტატუსის შესახებ. 2011 წელთან შედარებით ამ დოკუმენტის მხარდამჭერთა რიცხვი 57-დან 60 სახელმწიფომდე გაიზარდა.
ტუვალუ და ვანუატუ, რომლებმაც ადრე განაცხადეს, რომ აღიარებენ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამუკიდებლობას, იმ 60 სახელმწიფოს რიცხვში აღმოჩნდნენ, რომლებმაც ნიუ-იორკში გამართულ გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე ქართული რეზოლუციის პრექტს დაუჭირეს მხარი. რეზოლუციის მოწინააღმდეგეთა სიაში კი რუსეთთან ერთად აღმოჩნდნენ სომხეთი, კუბა, ჩრდილოეთ კორეა, ლაოსი, მიანმა, სუდანი, ზიმბაბვე, სირია, შრი-ლანკა, ვიეტნამი, სერბეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა და ნაურუ.