თბილისის საკრებულოს "ქრისტიან-დემოკრატმა" დეპუტატმა ზაზა გაბუნიამ ისანში, აბუსერიძე-ტბელის ქუჩაზე მცხოვრები ჭარბნალექიანობის და წყალმოვარდნის შედეგად დაზარალებული ოჯახები მოინახულა. დეპუტატი ხუსკივაძეების, მიქაძეების და ალიევების ოჯახში იმყოფებოდა და ადგილზე შეაფასა სიტუაცია.
"საგანგაშო ფაქტია, რომ XXI საუკუნის ურბანულ, საქალაქო დასახლებაში მოქალაქეები შიშით ხვდებიან წვიმის მოსვლას. ამის უმთავრესი მიზეზი კი გახლავთ ის, რომ ქალაქის ხელისუფლება წლების მანძილზე ვერ ახერხებს სანიაღვრე ქსელებთან და სადრენაჟე სისტემებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას. შედეგად, ამ სისტემების გარეშე დარჩენილი დასახლებების მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის საცხოვრებელი სახლები ავარიულ და ამორტიზებულ მდგომარეობამდეა მისაული, სადაც ცხოვრება სიცოხლისათვის არის საშიში", - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
გაბუნია მოუწოდებს ისნის მაჟორიტარ დეპუტატ და გამგებელს, დაუყონებლივ დაიწყონ აღნიშნული პრობლემის მოგვარებისთვის სამუშაოები.