გუშინ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია "აეროსვიტმა" თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობის გამო უკვე მეორე რეისი გადადო.
პირველი რეისი კვირა ღამით უნდა შესრულებულიყო, თუმცა რეისის შესრულება გადადიდო, ამის შემდეგ რეისი დღის განმავლობაში უნდა შესრულებულიყო და "აეროსვიტს" მგზავრები კიევის მიმართულებით უნდა გადაეყვანა, თუმცა თვითმფრინავმა ტექნიკური გაუმართაობის გამო გაფრენა ისევ ვერ შეძლო.
უნდა აღინიშნოს, რომ მგზავრებს შორის იყვნენ ჭიდაობაში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრები, რომლებიც პოლონეთში ევროპის მსოფლიო ჩემპიონატზე მიემგზავრებოდნენ. ისინი ჯერ კიევში უნდა ჩაფრენილიყვნენ და ამის შემდეგ გადამსხდარიყვნენ კიევი-კატოვიცას რეისზე.