ნიუ-იორკში, 95 წლის ასაკში, "ოსკარისა" და "ოქროს გლობუსის" ლაურეატი, მსახიობი სელესტა ჰოლმი გარდაიცვალა.
მსახიობმა პირველი აღიარება 1940-იან წლებში კლასიკურ მიუზიკლებში მონაწილებით მოიპოვა.
კინოში ის პირველად 1946 წელს გადაიღეს. ერთი წლის შემდეგ მან შეასრულა მთავარი როლი ფილმში "ჯენტლმენური შეთანხმება", რისთვისაც მიიღო "ოსკარი" და "ოქროს გლობუსი".
მალე ჰოლმმა კინოს თავი დაანება და ბროდვეიზე მუზიკლებს დაუბრუნდა, შემდგომ ქონდა საკმაოდ წარმატბული კარიერა ტელევიზიაში.