რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ "საქართველოში მდგომარეობის შესახებ" მიღებულ რეზოლუციას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ ასამბლეამ ამ რეზოლუციაში "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ პროპაგანდისტული კლიშე კვლავ გამოიყენა".
რუსეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ რუსულმა დელეგაციამ ამ რეზოლუციას მხარი და დაუჭირა და მის წინააღმდეგ გამოვიდა.
"ასამბლეის დეპუტატთა უმრავლესობას კვლავინდებურად არ სურს ობიექტურად მიიღონ რეალობა, რომელიც დღეს კავკასიაშია შექმნილი. ასეთი მიდგომა კი, სამწიხარო ეუთოს ამ სტრუქტურას აკლებს შესაძლებლობას კონსტუქციული წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების საქმეში", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მიღებული რეზოლუციით დაადასტურა, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ოკუპირებული ტერიტორიებია.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ "საქართველოში მდგომარეობის შესახებ" რეზოლუცია მიიღო, რომელშიც აფხაზეთი და ე.წ სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებად არიან მოხსენიებულნი.
რეზოლუციის პროექტმა სხდომაზე ფართო მხარდაჭერა მოიპოვა და დამტკიცდა კიდეც. დოკუმენტი პოლონელი დეპუტატის მიხალ შერბოის მიერ იყო მომზადებული. კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე რეზოლუციის პროექტი ეუთოს პოლიტიკური და უსაფრთხოების საკითხების კომიტეტმა მოიწონა.
რეზოლუცია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ასევე გამოხატულია შეშფოთება "როგორც საქართველოს ტეროიტორიაზე იძულებით გადაადგილებულ პირთა ჰუმანიტარული მდგომარეობის ირგვლივ ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე აფხაზეთსა (საქართველო ) და სამხრეთ ოსეთში (საქართველო) მყოფი პირების ჰუმანიტარული მდგომარების ირგვლივ და ასევე მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების მათთვის უარის თქმის გამო".
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს ყველა მხარეს "დაიცვან საერთაშორისო სამართლის პრინციპები და სრულყოფილად შეასრულონ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რომელივ ევროკავშირის შუამავლობითაა გაფორმებული.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციაში ასევე არის მოწოდება აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული მთავრობებისადმი დაუშვან ოკუპირებულ ტერიტორიებზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და "ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთი (საქართველო) და სამხრეთ ოსეთი (საქართველო) ამ მისიის შეუფარხებელი მისაწვდომობა უზრუნველყონ, როგორც ეს გათვალისწინებულია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში.