რამდენიმე საათის წინ ქართული ოცნების აქტივისტი ცოტნე შენგელია პოლიციამ სახლიდან წაიყვანა და მისი ადგილსამყოფელის დადგენა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" "ქართული ოცნების" ქვემო ქართლის იურიდიული სამსახურის უფროსმა თედო კობახიძემ განუცხადა.
მისი თქმით, ცოტნე შენგელია სახლიდან წაიყვანეს პოლიციის მაქნანით.
"ოჯახი აცხადებს რომ წაიყვანა სამტრედიის პოლიციამ, თუმცა სამტრედიის პოლიციაში არ იმყოფება. სამტრედიიდან მოყოლებული ზებნა მიმდინარეობს პოლიციის განყოფილებაში, თუმცა ამ დრომდე მისი ადგილსამყოფელი დაუდგენელია",- განაცხადა კობახიძემ და აღნიშნა, რომ იგი თავად ჩაერთვება ამ საქმეში.
"მოვუწოდებ შს მინისტრს გააკთონ განცხადება თუ სად იმყოფება ცოტნე შენგელია. ირღვევა მისი დაცვის უფლება, რომელიც არ არის უზრუნველყოფილი ამ დრომდე. მე მაქვს საფუძვლიანი ეჭვი ხორციელდება მასზე ზეწოლა, რათა მიიღონ მათთვის სასურველი ინფორმაცია", - განაცხადა კობაძიემ.