კონსტიტუციის # 2-ში მდებარე მეორე კლინიკური საავადმყოფოს შენობაში შეჭრილი ოჯახები გამოასახლეს.
შენობაში, სადაც ნაწილში დევნილები ცხოვრობენ, რამდენიმე ოჯახი შეიჭრა.
როგორც იქ მცხოვრები დევნილები აცხადებდნენ, აღნიშნულ ოთახებში ადრე სტომატოლოგიური კლინიკა "დენტივერი" იყო. ახლა ოთახები განთავისუფლდა და იქ ახალი ოჯახები შევიდნენ. ოჯახის წევრები მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად იყვნენ ჩაკეტილი და აცხადებდნენ, რომ ოთახებს არ დატოვებდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
კორპუსში მცხოვრები სხვა დევნილები აცხადებდნენ, რომ თუ აღნიშნულ ოთახებში შესულ ოჯახებს დატოვებდნენ, თავადაც მოითხოვდნენ ბინების დაკანონებას.