საქართველო პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე მანგლისში იმყოფებოდა, სადაც "სოფლის სახლი" გახსნა. "სოფლის სახლში" მოსახლეობა საჯარო, სამოქალაქო და საბანკო მომსახურების მიღებას სხვა სერვისებთან ერთად შეძლებენ. სოფლის სახლში განთავსებულია კომპიუტერული ტექნიკა და ადგილობრივებს ინტერნეტის სარგებლობა უფასოდ შეეძლებათ.
ბაქრაძემ შეხვედრაზე ხელისუფლების მიერ დაგეგმილ და განხორციელებულ გეგმებზე ისაუბრა.
"სოფლის სახლი" არის მცირე ნაბიჯი იმისთვის, რომ გაუმჯობესდეს მოსახლეობის მდგომარეობა და ხალხს ჰქონდეს მეტი სარგებელი", _ განაცხადა ბაქრაძემ მანგლისში სტუმრობისას.