,,სს ,,ქართუ ჯგუფი" კომერციული ბანკი არ არის, შესაბამისად იგი კომერციული ბანკებისთვის გათვალისწინებული კანონის სუბიექტი არ არის", - განაცხადა ჟურნალისტებთან ,,ქართუ ჯგუფის" უცხოელი აქციონერების ინტერესების დამცველმა საქართველოში პაატა კიკნაველიძემ.
,,თქვენ მხედველობაში გაქვთ კომერციული ბანკების შესახებ კონკრეტული დებულება, რომელიც ეხება კომერციულ ბანკში მნიშვნლოვანი წილის შეძენას. კომერციულ ბანკში მნიშვნელოვანი წილი ეს არის აქციები, რომლთა ოდენობა 10% აღემატება. ამ შემთხვევაში ,,ქართუ ბანკის" აქციების შეძენა, არც გასხვისება არ განხორციელებულა. სს ,,ქართუ ჯგუფის" არ არის კომერციული ბანკი, იგი არ არის კომერციული ბანკებისთვის გათვალისწინებული კანონის სუბიექტი, შესაბამისად მისი აქციების გასხვისებაზე არანაირი შეზღუდვა არ ვრცელდება. გარდა ამისა 2012 წლის 30 აპრილს განხორციელებული გარიგებების შედეგად არცერთი აქციონერი არ ფლობს 10% -ზე მეტ აქციებს სს ,,ქართუ ჯგუფში", _ განაცხადა ჟურნალისტებთან ,,ქართუ ჯგუფის" უცხოელი აქციონერების ინტერესების დამცველმა საქართველოში პაატა კიკნაველიძემ.
შეგახსენებთ, რომ ცოტახნის უკან სებ-მა გაავრცელა კომენტარი, სადაც ნათქვამია, რომ იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროდან მიღებული დოკუმენტების საფუძველზე ირკვევა, რომ ბანკი „ქართუს" ბენეფიციარი მესაკუთრე, ნაცვლად ბიძინა ივანიშვილისა, ამჯერად ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული 6 კომპანია გახდა. კანონმდებლობის თანამხმად, მსგავსი ცვლილებების შემთხვევაში აუცილებელია ეროვნული ბანკის თანხმობა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში არც მნიშვნელოვანი წილის შემძენს, არც გამსხვისებელს ეროვნული ბანკისთვის არ მიუმართავს, შესაბამისად, კანონის მიხედვით, გარიგება იმპერატიულად ითვლება ბათილად.
სებ-ი ასევე აღნიშნავს, რომ რამდენიმე ხნის წინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილს სურდა „პროგრეს ბანკის" წილის შეძენა, მან მაშინ სწორედ ამ კანონის საფუძველზე მიმართა ეროვნულ ბანკს თანხმობის მისაღებად და მიიღო კიდეც ეს თანხმობა.