აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მიერ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს, რომელშიც ხამენეი ამბობს, რომ ირანელი ერი არ ნებდება.
დონალდ ტრამპმა ჟურნალისტის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა: „წარმატებები“.
ამასთან, შეკითხვაზე, როდის ამოეწურება ირანის მიმართ მოთმინება, ტრამპმა უპასუხა: „ის უკვე ამოიწურა, სწორედ ამიტომ ვაკეთებთ იმას, რასაც ვაკეთებთ“.
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ყოველდღიურად ესაუბრებოდა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და შეაქო თავისი კოლეგა.
ტრამპს ასევე ჰკითხეს, რეგიონული დაძაბულობის ფონზე ისრაელის ლიდერისთვის გზავნილის შესახებ, რაზეც ტრამპა განაცხადა: „მე ვუთხარი: განაგრძეთ“. მე მას [ნეთანიაჰუს] ყოველდღე ვესაუბრები. ის კარგი ადამიანია, ბევრს აკეთებს“.