აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანს ბირთვული იარაღის ფლობამდე რამდენიმე კვირა აშორებდა.
„მე მჯერა, რომ მათ [ირანის ხელისუფლებას] კვირები აშორებდათ [ბირთვული იარაღის] ფლობამდე და მათ დოკუმენტზე ხელი უნდა მოეწერათ. ვფიქრობ, მათ [შეთანხმებაზე] ხელის მოწერა სურთ“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი ბირთვულ იარაღს გამოიყენებდა, თუკი მის შემუშავებას დაასრულებდა.
„ისინი [ირანის ხელისუფლება] ამას [ბირთვულ იარაღს] გამოიყენებდნენ, იცით, მე მჯერა, რომ ისინი ამას გამოიყენებდნენ“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.