13 ივნისის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. ლარის ცვლილებამ 0.05 თეთრი შეადგინა და დოლარის ღირებულება 2.7296 ლარია.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 2.24 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1401 ლარი გახდა.
1.21 თეთრით გამყარდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.6937 ლარი გახდა.
ლარის მიმართ თურქული ლირას კურსმა 6.92 თეთრი შეადგინა.