CNN-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დღეის მდგომარეობით, მას ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტში აშშ-ის შესაძლო ჩართულობის შესახებ.
„მე მაქვს იდეები, თუ რა უნდა გავაკეთო, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია - მიყვარს საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ერთი წამით ადრე, ვიდრე რამე მოხდება, რადგან ყველაფერი იცვლება. განსაკუთრებით ომის დროს, ყველაფერი იცვლება“, - თქვა მან.
შეკითხვაზე, თუ რა მოხდება, თუ ირანში ხელისუფლება შეიცვლება, ტრამპმა უპასუხა: „მე მაქვს გეგმა ყოველი შემთხვევისთვის შემთხვევისთვის, მაგრამ ვნახოთ, რა მოხდება“.
„ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი“,- თქვა ტრამპმა და აღნიშნა, რომ ირანს „უნდა“ დაედო ბირთვული შეთანხმება.
ტრამპმა კვლავ მიანიშნა, რომ ირანს შეხვედრა სურს და „(სურს) თეთრ სახლში მისვლა“, თუმცა ირანის ოფიციალურმა პირებმა კატეგორიულად უარყვეს ეს ინფორმაცია.
მოგვიანებით აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ირანელებთან შეხვედრისთვის კარი არ დაუხურავს“.