დღეს, 28 იანვარს, 18:00 საათზე ახალგაზრდული ორგანიზაციები სანდრო გირგვლიანის სულის პატივსაცემად შარდენის ქუჩაზე, ~შარდენ ბართან~ აქციას გამართავენ და ფილმის ~ქალაქში მკვლელია~-ს ჩვენებას მოაწყობენ.
ოპოზიციის წარმომადგენლები საზოგადოებას მოუწოდებენ, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის ოთხ წლისთავთან დაკავშირებით პატივი სცენ გირგვლიანის ხსოვნას და შარდენის ქუჩაზე არსებულ ბარებში გართობისაგან თავი შეიკავონ.
აღნიშნული მოწოდება შარდენის ქუჩაზე ოპოზიციის წარმომადგენლებმა, კობა დავითაშვილმა, ალექსანდრე შალამბერიძემ და ოპოზიციის ახალგაზრდული ორგანიზაციების წევრებმა გუშინ გაახმოვანეს.