ისანი-სამგორის რაიონში, ვარკეთილის მეტროსთან, ახალი მრავალფუნქციური სავაჭრო კომპლექსი „ფენიქსი" აშენდა, რომელიც ორი ერთმანეთთან ფუნქციურად დაკავშირებული შენობისგან შედგება. ახალ ცენტრში მომხმარებელს ყოველდღიურად სხვადასხვა სახის მომსახურებასა და მაღალი ხარისხის სერვისს შეთავაზებენ. ობიექტში საოჯახო ტექნიკის, ტანსაცმლის, საიუველირო, წიგნებისა და სხვადასხვა სახეობის მაღალხარისხიანი პროდუქციის მაღაზიები და "ვითიბი" ბანკის ფილიალი განთავსდა. სავაჭრო ობიექტში ამჟამად 250-მდე ადამიანია დასაქმებული. თამანშრომლების ნაწილი მერიის დასაქმების მსურველთა ბაზიდან შეირჩა. ცენტრის სრულად ამუშავების შემდეგ, დასაქმებულთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.დასაქმების მსურველთა ბაზა თბილისის მერიაში უკვე მეორე წელია ფუნქციონირებს და ქალაქის 30 მუნიციპალიტეტში არსებულ დასაქმების მსურველთა მონაცემებს აერთიანებს. ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს სახლთან ახლოს, რაიონულ მუნიციპალიტეტში, მივიდეს და ბაზაში პირადობის მოწმობის საშუალებით დარეგისტრირდეს. თბილისის მერია თანამშრომლობს დამსაქმებელ კომპანიებთან, ყოველდღიურად იღებს ინფორმაციას მათთან არსებული ვაკანსიების შესახებ და ბაზაში დარეგისტრირებულ პირებს უწევს რეკომენდაციას. პროექტის ფარგლებში უკვე ბევრი თბილისელი დასაქმდა. ახალი მრავალფუნქციური ცენტრი დღეს თბილისის მერმა გიგი უგულავამ დაათვალიერა და ობიექტში დასაქმებულ ადამიანებს გაესაუბრა.
მასალის გამოყენების პირობები