"კონგრესმენები საქართველოში შექმნილ ვითარებას ადეკვატურად აფასებენ. მათი მხრიდან სრულიად ადეკვატურად იყო ვითარება დანახული", _ განაცხადა ჟურნალისტებთან ,,ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ამერიკელ კონგრესმენებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ და აღნიშნა, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოსთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს მოიტანს.
,,საუბარი იყო საარჩევნო გარემოს თაობაზე, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და მედიის პრობლემები. მათი მხრიდან სრულიად ადეკვატურად იყო ვითარება დანახული, რომ სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები ქვეყანაში, მოიტანს იმ ცვლილებებს, რაც აუცილებელია და ბოლომდე მიიყვანს 2003 წელს გაცხადებულ მიზნებს", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფი ამერიკელი კონგრესმენების რვაკაციანი შემადგენლობა ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში კონგრესმენები არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსაც შეხვდებიან.
მასალის გამოყენების პირობები