წმინდა სინოდი საქართველოს ხელისუფლებას სთხოვს, რომ ID ბარათების აღება ნებაყოფლობითი იყოს და მათ ვისაც არ სურს აღნიშნული ბარათის აღება, ალტერნატიული პირადობის მოწმობის მიღების საშუალება ქონდეს.
სინოდის განჩინება ჟურნალისტებს გორისა და სამთავისის მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ გააცნო.
„წმინდა სინოდი აცხადებს - სადღეისოდ წარმოდგენილი ID ბარათის ვერსია საღვთისმეტყველო და საეკლესიო სწავლების მიხედვით, არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი და აქედან გამომდინარე, ამ ბარათით სარგებლობა შესაძლებელია, მაგრამ, რადგან ეს საკითხი საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს, ეთხოვოს საქართველოს მთავრობას თუ შესაძლებელია, დაუშვან ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საშუალებები" - ნათქვამია განჩინებაში.