სასულიერო პირების პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობა მიუღებელია,- ნათქვამია წმინდა სინოდის განჩინებაში, რომელიც ჟურნალისტებს გორისა და სამთავისის მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ გააცნო.
"წმიდა სინოდზე აღინიშნა, რომ ეკლესია ყოველთვის იყო ქვეყნის გამაერთიანებელი ძალა და მისი ეს ფუნქცია დღეს განსაკუთრებით ესაჭიროება საქართველოს, ამიტომაც კატეგორიულად მიუღებელია ღვთისმსახურთა მონაწილეობა რომელიმე პარტიის პოლიტიკურ აქციაში. ეკლესია არის საყოველთაო და მისი წევრია ნებისმიერი პოლიტიკური შეხედულების ადამიანი", - ნათქვამია წმინდა სიმოდის განჩინებაში.