"ქართული ოცნების" ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა აშშ-ის დამოუკიდებლობის 236-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საკანონმდებლო ცვლილებები მხოლოდ ფორმალობაა და ის მერაბიშვილის მოსაფერებლად ხორციელდება.
"არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, საკანონმდებლო ცვლილებებს, არც მერაბიშვილის პოსტს და არც უფლებების გაზრდას. ეს ყველაფერი ფორმალობაა. ახალაია შინაგან საქმეთა მინისტრად უნდა გადაეყვანათ და მერაბიშვილს მოეფერნენ, თითქოს რაღაც უფლებები გაეზარდა", - აღნიშნა ივანიშვილმა.
"საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტის მიხედვით, პრემიერ-მინისტრს უფლებები ეზრდება.