ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და სამედიცინო ინსტიტუტები ცდილობენ გაარკვიონ იდუმალი ავადმყოფობის ბუნება, რომელმაც კამბოჯის სამხრეთით, ბოლო სამი თვის განმავლობაში 60 ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა.
The Wall Street Journal-ი კამბოჯის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ბავშვები სამედიცინო დაწესებულებებში გადაჰყავთ მწვავე რესპირატორული დაავადების სიმპტომებით. ჯერ-ჯერობით მედიკოსებმა მხოლოდ ერთი ბავშვის გადარჩენა შეძლეს.
"ავადმყოფობის მიზეზი შეიძლება ახალი არ არის, მაგრამ ასეთი მასშტაბი ბოლო წლებში არ დაფიქსირებულა. ავადმყოფობის შესაძლო მიზეზები ახლა დგინდება, თუმცა მისი ზუსტი განსაზღვრისთვის დრო იქნება საჭირო", - ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში.
ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციები დიდი ხანია შეშფოთებას გამოთქვამენ მთელი რიგი შეუსწავლელი დაავადებების გამოვლენით ღარიბ ქვეყნებში, სადაც განვითარებუული არაა მედიცინა და ზუსტი დიაგნიოსტიკის ინფრასტრუქტურის დეფიციტია.