დიდთოვლობის გამო, ქობულეთის რაიონში ავტობუსი და ტრაილერი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.
ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ქობულეთში სპეციალური ტექნიკაა მობილიზებული და გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
უხვი ნალექის გამო გზაზე მოძრაობა რამდენიმე საათით შეჩერებული იყო, თუმცა ამ დროისთვის ქობულეთი-სარფის მიმართულებით მოძრაობა აღდგენილია.