სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II გერმანიაში მიემგზავრება. როგორც "ჯიე-იჩ-ენს" საპატრიარქოდან აცნობეს, უწმინდესი გერმანიაში გეგმიურ სამედიცინო გამოკვლევებს ჩაიტარებს. პატრიარქი ბერლინში სავარაუდოდ, დღეს საღამოს, ან ხვალ დილით, 15-კაციან დელეგაციასთან ერთად გაფრინდება.
წინასწარი ინფორმაციით, ილია მეორე იქ დაახლოებით ორი კვირა დარჩება.
შეგახსენებთ, რომ უწმინდესი გეგმიური სამედიცინო შემოწმების მიზნით გერმანიაში პერიოდულად მიემგზავრება.