მეორადი მობილური ტელეფონებით მოვაჭრე მაღაზიების ნაწილს კლიენტურა რეკორდულად გაეზარდა. რუსთაველის გამზირზე, ვაგზლის მოედანსა და აღმაშენებლის გამზირზე მდებარე მეორადი ტელეფონების მაღაზიების ნაწილში რეალიზაცია თვენახევრის განმავლობაში 20-25%-ით გაიზრდა, რასაც რეალიზატორები ახალი ტელეფონების მაღალ ფასებს უკავშირებენ.
მათივე თქმით, მეორადი ტელეფონების მაღაზიებში ფასები ახალ ტელეფონებზე 50%-ით იაფია და 40 ლარიდან იწყება.